მარტი 07, 2013

შპს „ჯეონეთმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეონეთმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  - 209 XX XX, სულ 10 000 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქ. თბილისი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები