შპს „ჯეონეთმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეონეთმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 202 2X XX, სულ 1 000 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქ.თბილისი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.