აპრილი 20, 2012

შპს „ჯეონეთმა“ ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ჯეონეთის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვა გასცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ჯეონეთმა“ შემდეგი ნებართვა მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: სულ 1200 (ათას ორასი)  დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (995 32 XXX  XXX) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები