წვდომის მენიუ

მარტი 27, 2017 12:56

შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯეოსელის“ და შპს „მაგთიკომის“ განაცხადების საფუძველზე ნუმერაციის რესურსების ნებართვები გასცა.

შპს „ჯეოსელმა“მის მფლობელობაში არსებულ  958 222 სააბონენტო ნომერზე, რომლებსაც კომპანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N61 და № N99 ლიცენზიების მოქმედების ვადით (2017 წლის აპრილი) მფლობდა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემა მოითხოვა. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯეოსელის“ განცხადება და ნუმერაციის რესურსი: 5-7-7 (ხუთი-შვიდი-ნული) სულ 608 517 (ექვსასრვაათას ხუთასჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერი, ასევე ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 349 705 (სამასორმოცდაცხრა ათას შვიდასხუთი)  სააბონენტო ნომერი მობილური საკოპმუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიანიჭა. კომპანია რესურსით სარგებლობის საფასურს - 95 822.20 ლარს (0,10 ლარი 1- სააბონენტო ნომერზე) ყოველწლიურად გადაიხდის, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები უვადოა და ექვედმებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „მაგთიკომმა” კი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, რესურზე: 1-6-0-0-6 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ექვსი), 1-6-6-0-0 (ერთი-ექვსი-ექვსი-ნული-ნული) და 1-6-6-0-1 (ერთი-ექვსი-ექვსი-ნული-ერთი)  ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო. რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მტელი ტერიტორიაა, ნებართა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. რესურსით სარგებლობის საფასურს - 4500 ლარი შეადგენს.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები