წვდომის მენიუ

ივლისი 07, 2017 12:58

შპს „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ახალი ნებართვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით შპს „ჯეოსელმა“ მიმართა და ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა ოც სააბონენტო ნომერზე მოითხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით მობილურ ოპერატორზე №N375 ნებართვა გაიცა, შემდეგ ინდექსზე: 90050-90069. ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ის უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები