შპს „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას ნუმერაციის რესურსი 93350-93449, სულ 100 სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების) სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.