აგვისტო 24, 2012

შპს „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ხუთი ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოსელმა“ სხვადასხვა სატელეფონო მომსახურებებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ხუთი ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  9334X, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების) ნომრით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მიენიჭა.

ნუმერაციის რესურსი: 901 080 80X, სულ ათი სააბონენტო ნომერი, „ჯეოსელმა“ ინტელექტუალური ქსელებით (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

შემდეგი ნებართვის საფუზველზე, კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 902 400 4XX, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (მოზრდილთათვის) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო.

ნუმერაციის რესურსი: 903 903 9XX, სულ ასი სააბონენტო ნომერი,  „ჯეოსელმა“ ინტელექტუალური ქსელებით (ინტერაქტიული) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის უნდა გამოიყენოს.

მეხუთე ნებართვის მიხედვით, „ჯეოსელმა“ ნუმერაციის რესურსი: 900 900 910 – 900 900 999, სულ ოთხმოცდაათი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

გადაწყვეტილებების სრული ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები