ოქტომბერი 24, 2014 18:04

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირებას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ განცხადებაში განმარტავს, რომ თბილისის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დედაქალაქში მაცხოვრებლებს საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვა სურთ. ასევე, ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მონაცემებით მაღალი ყურებადოდა საერთო ლიცენზიის მფლობელ ტელემაუწყებლებს აქვთ. კომპანიას მიიჩნევს, რომ სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობებში უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს.

კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დასაბუთებული მოთხოვნის გათვალისწინებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიის კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათ სამუშაო დღეში მიიღებს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები