დეკემბერი 24, 2012

შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”–ს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ”ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია  სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირდა.

ტელეკომპანია კერძო მაუწყებლობის ლიციენზიას ფლობს და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობს, ტელე–მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები