ნოემბერი 11, 2011

შპს „ჯი–ემ–სი“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „ჯი–ემ–სი“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

შპს „ჯი–ემ–სის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 12 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადას კი შპს „ჯი–ემ–სის“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები