წვდომის მენიუ

ივლისი 04, 2016 11:16

შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“  ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენმა“  2015 წლის 17 აპრილს საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე გაიარა ავტორიზაცია.  ამავე წლის ივნისის თვიდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა (საერთაშორიოსო ტრაფიკის ტერმინაცია საქართველოში).

შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენსი“ 2015 წლის აპრილის თვიდან საკითხის შესწავლის დაწყებამდე არ ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, არ წარმოადგედა რეგულირების საფასურის გაანგარიშებას და შესაბამისად არ იხდიდა რეგულირების საფასურს. კომპანია, ასევე არ წარმოადგენდა სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (СDR).

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები