წვდომის მენიუ

ივნისი 10, 2016 12:20

შპს „ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს  „ერთსულოვნების“რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ერთსულოვნებამ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მომდევნო ათი წლის ვადით (2026 წლის 2 ივნისამდე) სარგებლობისთვის საქართველოს სახემწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში 942 084 ლარი და 50 თეთრი მიმდინარე წლის ბოლომდე კომისიის მიერ  წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა ჩარიცხოს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები