ივლისი 01, 2014 17:35

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედევის ვადა გაუგრძელდა

 

დღეს, 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ევროპა პლუს თბილისის“ №B54 (ბრენდული სახელწოდება რადიო „ვინილი“)  რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივა.

კომპანია კერძო საერთო რადიომაუწყებლობას თბილისში FM 99.7-ზე ახორციელებს. კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელი - 10,692.00  ლარი კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი წლის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით უნდა დაფაროს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები