წვდომის მენიუ

მარტი 31, 2017 14:53

შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“ არალეგალური გზით საერთაშორისო ზარების საქართველოში შემოტანის გამო წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯია“   საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიას“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის (СDR)  ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ“ შპს „Hallbrook invest L.P“-ის გავლით შპს „ჯეოსელში“ დაასრულა 2403 წუთის რაოდენობის საერთაშორისო სატელეფონო ზარი, რომელზეც რეალური ”ა” ნომერი (ზარის წამოწყების ნომერი) ჩაანაცვლა  ადგილობრივი, საკუთარი ნუმერაციის რესურსიდან -  995 50200 XXXX - ნომრით.

კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ჰოლბრუკ ინვესტ ჯორჯიამ“ დაარღვია  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციე­ლების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები