წვდომის მენიუ

იანვარი 29, 2016 18:10

შპს ,,იბერია TV“ არალიცენზირებული ფილმების გადაცემის გამო წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,იბერია TV“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემული მხვატრული ფილმების გამო წერილობით გაფრთხილა.

შპს ,,იბერია TV“-მ მხატვრული ფილმები „Götterdämmerung - Morgen stirbt Berlin“ და „Thoroughly Modern Millie” საკუთარ სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის ოქტომბერში განათავსა. კომპანიამ, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ვერ შეძლო აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის გამოც, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს შპს ,,იბერია TV“-მ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები