წვდომის მენიუ

მარტი 01, 2017 16:48

შპს „იბერია ტვ“-მ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ერივნული კომისია საზოგადოებაში არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შპს „იბერია ტვ“-ს მიერ კომისიაში 2017 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილი კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს.

ტელეკომპანიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრების ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომლის თანახმად შპს „იბერია ტვ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან - რატი ოქუაშვილი 50% და გიორგი ოქუაშვილი 50%.

კომისია შპს „იბერია ტვ“-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ცვლილებას  კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახავს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები