მარტი 16, 2012

შპს „იგრიკა“ ლიცენზიის მფლობელი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე აუქციონის წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიყიდა. ლიცენზიის მფლობელი შპს „იგრიკა“ გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გამოაცხადა. შპს  “იგრიკა“ ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე; მობლური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან ქ.თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა.

 დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „იგრიკას“ წარმომადგენელმა დაადასტურა რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 9 156 ლარის და 60 თეთრის გადახდისთვის მზადყოფნა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები