ნოემბერი 11, 2011

შპს „იგრიკა“ ლიცენზიის მოდიფიცირებას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „იგრიკას“ განაცხადის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. „იგრიკა“ თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვს, რომ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

შეგახსენებთ, შპს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა – კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – საქართველო. კომპანია მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის გაცემიდან 10 თვის ვადაში გეგმავს.

ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 2011 წლის 12 დეკემბერს 16:00 საათზე, გადაწყვეტილებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები