ივლისი 29, 2011

შპს „იგრიკა“ საკაბელო ქსელით ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შპს „იგრიკას“ ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ლიცენზიის სახედ განესაზღვრება საერთო მაუწყებლობა, გეორგრაფიულ ზონად – საქართველოს და მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 26 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება, გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადა კი შპს „იგრიკას“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები