სექტემბერი 09, 2011

შპს „იგრიკამ“ სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „იგრიკამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

კომპანიამ მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემის დღიდან 10 თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს. ლიცენზიის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 29 ივლისს დაიწყო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები