წვდომის მენიუ

აგვისტო 12, 2016 14:09

შპს ,,იმერ TV”-ს 9 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს ,,იმერ TV”-ს 9 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

კომპანია შემდეგ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „ენკი ბენკი“, “TV პირველი”, „სილქ-უნივერსალი“, „საფერავი ტვ“, „Nick Jr“, „ORT”, „РТР планета“, “Ю”, “THT 4”, “TV 3”, “RU TV”, “Fashion TV”, “Travel”, “Футбол 2”, “Футбол 3”, “National Geographic”, “Nat Geo Wild” და “Discovery Science”.

კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ შპს „იმერ TV“-მ  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია. კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე შინაარსის დარღვევის გამო უკვე ჰქონდა მიღებული წერილობითი გაფრთხილება, ასევე, 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა, შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის გამო კომისიამ უკვე 9 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. კომისიის გადაწყვეტილებით,  იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები