დეკემბერი 07, 2015 14:56

შპს „იმერ TV” წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „იმერ TV”  გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო  წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „იმერ TV”  შეამოწმა. შედეგად, გაირკვა, რომ კომპანია შემდეგ სამაუწყებლოი არხებს გადასცემდა შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე: “TV 8”, “TV 11”, „საფერავი ტვ“, „ქართული არხი“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“ და  “Охота и рыбалка”.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „იმერ TV”-ს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები