სექტემბერი 28, 2012

შპს „ინფო ცენტრმა“ ნუმერაციის რესურსი 118 05 აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე  შპს „ინფო ცენტრს“ ნუმერაციის რესურსი, 118 05 მიენიჭა.

„ინფო ცენტრი“ ნუმერაციის რესურსით, 118 05 სატელეფონო–საცნობარო მომსახურებას განახორეციელებს. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო ენაზე.

გარდა ამისა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას და ასევე, ამ მომსახურებისთვის მიღებული ანაზღაურება უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები