სექტემბერი 28, 2012

შპს ”ინფო ცენტრმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს ”ინფო ცენტრმა”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  1-6-0-0-5, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები