სექტემბერი 07, 2012

შპს „ითეტვიმ“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ითეტვიმ“კერძო  მაუწყებლობის №B128 ლიცენზია მიიღო.

ამიერიდან კომპანიას საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით იმაუწყებლოს. „ითეტვისთვის“ მინიჭებული ლიცენზიის სახეობა საერთო ტელემაუწყებლობაა, გეოგრაფიული ზონა კი საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები