წვდომის მენიუ

მარტი 29, 2016 15:56

შპს „იუ ტივის” მაუწყებლად ავტორიზაცია განხორციელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „იუ ტივის“ მაუწყებლად ავტორიზაცია განახორციელა.

კომპანია კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებითი/გასართობი, ისტორიული, სოციალური, სპორტული, განათლება) ტელემაუწყებლობის დაწყებას, ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით, 2016 წლის 31 მაისიდან გეგმავს. მაუწყებლობა ქართულ ენაზე მომხმარებლისთვის უფასოდ დღეში მინიმუმ 6 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი, ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები