ოქტომბერი 10, 2011

შპს „ივერია ინტერმედია“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „ივერია ინტერ მედია“  საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (საბავშვო) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 16 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 8 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადას კი შპს „ივერია ინტერმედია“  საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები