წვდომის მენიუ

ივლისი 29, 2016 14:10

შპს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაცია შპს „მაგთიკომს“ გადაეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილებით დააკმაყოდილა შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მაგთიკომის“ ერთობლივი მოთხოვნა შპს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობაში არსებული ნუმრეციის რესურსით სარგებლობის ნებართვების შპს „მაგთიკომის“ სასარგებლოდ დათმობის  შესახებ.

ამავე გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინისთვის“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების საცალო მომსახურების სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის დაკისრებული სპეციფიური ვალდებულებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და ასევე, ამავე ვალდებულებების შპს „მაგთიკომისთვის“ დაკისრების შესახებ. საკითხის პეზირი მოსმენის სხდომა 2016 წლის პირველ სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების საოპერაციო აქტივის შეძენაზე წინასწარი თანხმობა 2015  წლის ნოემბრის თვეში გასცა. მხარეებს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა.

შპს „მაგთიკომი“ შემდეგი ნუმერაციის რესურსის მფლობელი გახდა:

ქ. თბილისში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად:

242 7XXX - 242 9XXX ინდექსზე სამი ათასი სააბონენტო ნომერი;

200 XXXX ინდექსზე ათი ათასი  სააბონენტო ნომერი;

220 XXXX ინდექსზე ათი ათასი სააბონენტო ნომერი;

248 0XXX - 248 4XXX ინდექსზე ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი;

250 5XXX - 250 9XXX ინდექსზე ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი;

297 0XXX - 297 4XXX ინდექსზე ხუთი ათასი  სააბონენტო ნომერი;

ქ. ფოთი  - 20 0XXX ინდექსზე ათასი სააბონენტო ნომერი;

ქ. ბათუმი - 20 0XXX ინდექსზე ათასი  სააბონენტო ნომერი;

ქ. ზუგდიდი - 20 0XXX - 20 1XXX ინდექსზე ორი ათასი  სააბონენტო ნომერი;

ქ. ქუთაისი - 20 0XXX ინდექსზე ათასი  სააბონენტო ნომერი;

შპს „მაგთიკომმა“ ასევე შემდეგი მომსახურებების უზრინველსაყოფად მიიღო ნუმერაციის რესურსი, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა:

ნუმერაციის რესურსი: 900 000 060 - 900 000 089 (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი), ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ნუმერაციის რესურსი: 800 100 110 - 800 100 159, (სულ ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის;

ნუმერაციის რესურსი: 1-6-3-3-3 - ერთი სააბონენტო ნომერი არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ნუმერაციის რესურსი: 1-6-1-8-8 - ერთი სააბონენტო ნომერი არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ნუმრეციის რესურსით სარგებლობის ნებართვები უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები