წვდომის მენიუ

აგვისტო 12, 2016 14:10

შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრათვა 1000 სააბონენტო ნომერზე მიიღო.

კომპანია 706 600 XXX ინდექსზე (სულ  ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებას უზრუნველყოფს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული არეალია მთელი საქართველოს ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები