აპრილი 20, 2012

შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვა გასცა.

კომპანია ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინმა“ შემდეგი ნებართვა მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: 900 000 060-დან - 900 000 089-ის ჩათვლით (სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა)  მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები