ოქტომბერი 12, 2012

შპს „კავკასუს ონლაინს“ ჯარიმა დაეკისრა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინს“ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო ჯარიმა დაეკისრა.

გასულ თვეში, სამაუწყებლო არხების – „СТС“–ის და „Перец“–ის არამართლზომიერად გადაცემის თაობაზე კომისიას განცხადებით შპს „სუპერ ტვ“–მ მიმართა.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების  რეტრანსლირებას შესაბამისი უფლების მოპოვებისა და კომისიაში ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე ახდენდა: „СТС“, „Перец“, “Propoker”, “BBC Entertainment”, “BBC News”, “Lider TV”,  “MTV”, “MTV HD”,  “Style TV HD”, “Play TV”, “iconcerts HD”, “Trace Sports HD”, “Motors TV”, “Fashion TV HD”, “EUArmenia”.

კომისიაში გამართულ საჯარო სხდომას „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. საკითხის განხილვის შემდგომ,  არხების არაკანონიერი რეტრანსლირებისთვის  „კავკასუს ონლაინს“ 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები