აგვისტო 01, 2012

შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  900 000 2XX  (ასი სააბონენტო ნომერი), ინტელექტუალური ქსელებით მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები