მარტი 30, 2012

შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციებმა - გუდვილკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტელექტუალური ქსელებით ( დამატებითი ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის  შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის” სახელზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა გაიცა 100 (ასი) სააბონენტო ნომერზე (900 000 1XX).

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები