ივლისი 09, 2012

შპს „კომედი ტვ“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოთხოვნით შპს „კომედი ტვ“ მომართა. კომპანია ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება კერძო სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზია, გეოგრაფიული ზონა – საქართველო. მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში – 8 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 3 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

შპს „კომედი ტვ“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები