წვდომის მენიუ

მაისი 11, 2016 13:30

შპს „ლილო ტვ“-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ლილო ტვ“-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია კერძო სპეციალიზებული (გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის დაწყებას ინტერნეტ ტექნოლოგიით და საკაბელო ქსელის გამოყენებით 2016 წლის 1 ივნისიდან გეგმავს. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, არხი სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული აუდიტორიისთვის დაამზადებს გადაცემებს, პირველ რიგში, უშუალოდ „ლილო მოლში“  წარმოდგენილი გასაყიდი პროდუქციის და იმ მეწარმეების თაობაზე, რომლებიც „ლილო მოლში“ ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

სამაუწყებლო კონცებციით, ასევე გათვალისწინებულია: სიახლეები კომერციულ ცენტრ „ლილო მოლში“, ცალკეული მეწარმეების პროდუქციის დემონსტრირება, ინფორმაციული გადაცემები მოდის სფეროში მსოფლიო ტრენდებისა და სიახლეების შესახებ, თემატური გადაცემები ბიზნეს სიახლეებსა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ, ადგილობრივი და უცხოური წარმოების შესახებ დოკუმენტური ფილმები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები.

შპს „ლილო ტვ“ დღე-ღამეში 16 საათი იმაუწყებლებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები