თებერვალი 27, 2015 12:00

შპს „მაგთიკომი“ შპს „მობიტელს“ („ბილაინი“) არასათანადო რეკლამის გამო უჩივის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“, რომელიც მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას. ამავე განცხადებაში „მაგთიკომი“ ითხოვს, რომ კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და საკითხის არსებითი განხილვის სხდომა 2015 წლის 12 მარტს 16:00 საათზე ჩანიშნა. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები