წვდომის მენიუ

ივნისი 03, 2016 13:27

შპს „მაგთიკომმა“ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადებულ აუქციონში 2016 წლის 31 მაისს გამარჯვებულად შპს „მაგთიკომი“  გამოაცხადა. სააუქციონო სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ 10 (2x5) მჰც-ის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 25 391 303.00  ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

შპს „მაგთიკომმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%  - 7, 617 390.90 (შვიდი მილიონ ექვსასჩვიდმეტი ათას სამასოთხმოცდაათი და 90) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 1 ივნისს გადაიხადა.

კომისიამ შპს „მაგთიკომის“ სახელზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება 2016 წლის 2 ივნისს მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად კომპანია ამოწურვადი  რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილ 70%-ს - 17, 773 912.10 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასთორმეტი და 10) ლარს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 2 ივნისამდე გადაიხდის.

შპს „მაგთიკომი“ ლიცენზიით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებს. კომპანიას, სალიცენზიო ვალდებულებებთან ერთად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება შემდეგი გრაფიკით განესაზღვრა:

 

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

 

1.

30%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში

2.

50%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის ვადაში

3.

70% -თვის

ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში

4.

90%-თვის

ლიცენზიის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები