წვდომის მენიუ

მარტი 17, 2017 12:10

შპს „მაგთიკომმა“ ინტერნეტ ტექნოლოგიით ხმოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

კომპანიამ  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ინდექსზე: 706 200 000-706 200 999 (სულ ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობა შპს „მაგთიკომს“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები