ივლისი 03, 2012

შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ნუმერაციის რესურსი – 903 300 3XX, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების, ინტერაქტიული მომსახურებისთვის უნდა გასცეს. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვის მოქმედების ვადა ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.ნებართვის მფლობელი კომპანია ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელებიც ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) მომსახურებას ახორციელებენ.გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები