წვდომის მენიუ

იანვარი 18, 2013

შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  901 000 000 – 901 000 039, 901 200 100-901 200 109, 901 500 500-901 500 509, 901 700 320-901 700 329, 901 700 520- 901 700 529, 901 700 600-901 700 609, 901 700 700-901 700, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

ნუმერაციის რესურსი – 901 800 800 – 901 800 809, 901 900 900-901 900 909, 901 901 900-901 901 909, სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი, „მაგითიკომმა“ ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო. აღნიშნული ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა ასევე საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები