სექტემბერი 28, 2012

შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ოთხი ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების სერვისისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ოთხი ნებართვა მიიღო.

ნუმერაციის რესურსი  90030-90039, სულ-ათი სააბონენტო ნომერი, „მაგთიკომმა“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო. 

ნუმერაციის რესურსი  -  91910-91919, სულ-ათი სააბონენტო ნომერი,  კომპანიას ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით   სტანდარტული ტარიფით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო.

მესამე ნებართვის საფუძველზე, „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსი 93090-93099, სულ-ათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით დამატებული ღირებულების არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად მიიღო.

ნუმერაციის რესურსი – 95300-95329, სულ-ოცდაათი სააბონენტო ნომერი, კომპანიას ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)  არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა.

ოთხივე ნებართვის საფუძველზე, ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები