აპრილი 06, 2012

შპს „მაგთიკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა გასცა.

მობილური ოპერატორი ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამ ნებართვას ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“ გაიცა შემდეგი ნებართვები:

ნუმერაციის რესურსი: 901 500 51X-დან - 901 500 59X-ის ჩათვლით (სულ ოთხმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის.

ნუმერაციის რესურსი: 900 100 1XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურებისათვის.

ნუმერაციის რესურსი: 902 200 2XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები