აპრილი 02, 2012

შპს “მაგთიკომს”, შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მობიტელს” სანქციები დაეკისრათ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე  შპს “მაგთიკომს”, შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მობიტელს” სანქციები დააკისრა.  აღნიშნული კომპანიებს მიერ მომხმარებლებთან გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულებები არ შეესაბამებოდა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონoსა და ”ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის” მოთხოვნებს, აბონენტებს ხელშეკრულებების გაფორმებისას არ მიეწოდებოდათ მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები (მომსახურების ტარიფები, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები და სხვ.).

შპს ”ჯეოსელს” და შპს ”მობიტელს” სანქციის სახით გაფრთხილება მიეცა, ხოლო             შპს ”მაგთიკომი” 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები