წვდომის მენიუ

თებერვალი 10, 2017 13:40

შპს „მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის დავა მორიგებით დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიზიკური პირის კ. კალაძის განცხადების საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ დავის განხილვა 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა მორიგების მიზნით კომისიისგან არსებითი განხილვის გადადება მოითხოვეს, რაც დააკმაყოფილდა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოდავე მხარეების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ შპს „მაგთიკომსა“ და ფიზიკურ პირ კ. კალაძეს შორის მიღწეულია შეთანხმება და დავის არ არსებობის გამო მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. კომისიამ მხარეების მოთხოვნ დააკმაყოფილა.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები