წვდომის მენიუ

აგვისტო 19, 2016 12:13

შპს „მაგთიკომზე“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცა.

კომპანია ნუმერაციის რესურსით: 1-6-1-1-8 ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. რესურსით სარგებლობის წლიური საფასური 1500 ლარია.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები