იანვარი 09, 2009

შპს ”მაქსტელმა” აუქციონში გაიმარჯვა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დღეს გამართულ აუქციონში შპს ”მაქსტელმა” გაიმარჯვა.  კომპანიამ 193XXX-197XXX ინდექსის, 5000 სააბონენტო ნომერში 10 500 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 21 ნოემბერის #704 გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები