აგვისტო 17, 2012

შპს „მეცხრე არხი ინფო“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მეცხრე არხი ინფოს“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2012 წლის 17 სექტემბრის 16:00 საათზე გაიმართება,ხოლო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები