წვდომის მენიუ

ივლისი 08, 2016 18:47

შპს „მედია კორპორაციამ“ მაუწყებლად ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მედია კორპორაციამ“ მაუწყებლად ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია კერძო სპეციალიზებულ (საბავშვო/შემეცნებითი, გასართობი) ტელემაუწყებლობის დაწყებას 2016 წლის 1 სექტემბრიდან გეგმავს. შპს „მედია კორპორაცია“ დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები