წვდომის მენიუ

აგვისტო 26, 2016 15:47

შპს „მეგა-ტვ“ და შპს „ტელეკომპანია დია“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალს აფართოებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიების „მეგა-ტვ“-ს და „დიას“ განცხადებები ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების არეალის გაფართოების თაობაზე დააკმაყოფილა.

„მეგა-ტვ“ ქ. ხონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საეთერო ტელემაუწყებელია, კომპანია გავრცელების არეალს აფართოებს და 2017 წლის 1 ინვრიდან ქუთაისის და სენაკის მულტიპლექსებით გავრცელებას გეგმავს.

ტელეკომპანია „დია“ კი ეროვნული ღია საეთერო ტელემაუწყებელი ხდება და შპს „სტერეო +“-ის მულტიპლექსის საშუალებით გეგმავს გავრცელებას. კომპანია ამჟამად ხაშურის მულტიპლექსის საშუალებით ვრცელდება.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები