ოქტომბერი 05, 2012

შპს „მეგა TV“–მ თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს შპს „მეგა TV“–მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო.

ტელეკომპანია შპს „მეგა TV“–ს კუთვნილი მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარი ცვლილება განხორციელდა, რომ კომპანიას  შეძლებს ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები